***

რა გავაკეთო? რა მოვიმოქმედო, რა შევცვალო ან რა ვქნა ისეთი, რომ მოგიახლოვდე. სულ ცოტათი მაინც. როგორ გაიყო ჩემი და შენი გზები. როგორ მიმატოვე, არა განა სული მიმიტოვე, ხორცი დააგდე და ამას განვიცდი. ცოდვის ბუდედ რომ იქცევა ყველა ერისკაცის სხეული… მეშინია !

რა გავაკეთო, შენთან წამოვიდე? იქნებ უნდა ავდგე და წამოვიდე, მაგრამ შემწევს კი ამის ძალა? შემწევს კი, რომ ყველაფერზე უარი ვთქვა და შენს ლამაზ ცას ვუყურო, სუფთას და უმანკოს… არ ვიცი.

თითქოს ყველაფერი ისევ ისეა , როგორც დატოვე, მაგრამ მაქედან მაინც ხო ხედავ, ხო ხედავ როგორ ბინძურდება ყველა ადამიანის თვალები, ყველა მოკვდავის სული ნელ–ნელა იხრწნება და რისი ნიშანია ეს? – ვერ გიპასუხებ რადგან არ ვიცი, საკუთარი თავის პოვნაში იმდენ დროს ვხარჯავ, რომ სხვა რამეებზე ფიქრისთვის აღარ დამრჩა არაფერი. არც შეგრძნებები დამრჩა ყოველთვის თავი რომ მომქონდა, არც ის სიყვარული მრჩება მგონი, სულ რომ ვიძახდი “ყველა ადამიანი მიყვარს და არავინ მეზიზღებამეთქი” მგონი დავკარგე ის ყველაზე ძვირფასი თვისებები, რაც მომწონდა ჩემში და ახლა, სარკეში ჩახედვისას აღარც კი ვიცი ვის ვხედავ.

გახსოვს პატარები რომ ვიყავით? შენ ყოველთვის მეუბნებოდი ვისი უნდა დამეჯერებინა და ვისი არა. მე და შენ საათობით ვისხედით ჩემს ეზოში და “მმოძღვრავდი” (ახლაც იგივეს აკეთებ ოღონდ ახლა უკვე პირდაპირი მნიშვნელობით). გახსოვს როგორ ვხალისობდით ხოლმე? – “დედას უთხარი ქათამი დაკლას, სიძე ჩამოდის ოჯახში”. მეცინება და მეტირება კიდეც. გული მიკვდება როცა საკუთარ ხორცს მარტოს ვხედავ, ყოველ დილით და სად არიან ისინი? ხო, ისინი ყველაზე მეტად რომ გვიყვარდა მე და შენ. მიგვატოვეს? ჰო, ორივე დაგვაგდეს და აღარავის ახსოვს ბავშვობის სიტკბოები, სიკეთეები… გამოვიცვალეთ.

ყოველ დღე, როცა შენს ფოტოს წავაწყდები სადმე ან კიდევ შენი “სმს” მომდის ჯერ მეღიმება, მიხარია და მერე ისევ თავიდან ვიწყებ ფიქრს. იქნებ შენთან სჯობს, იქნებ შენი ცა ყველას ჯობია. რააღა იქნებ, ეს ხომ ისეც ნათელია…

შენი სიმშვიდე, შენი სული, შენი წმინდა თვალები. ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ მინახავს მსგავსი წმნიდა გამოხედვა. მხოლოდ ორჯერ და ერთი შენ ხარ. როცა ჩემს წინ იდექი და მიღიმოდი (არადა არასდროს იღიმისო) მთელი დედამიწა სიკეთის წყარო მეგონა.  შენი სიტყვები და შენ , ყველაფერი რაც შენ გეხება ყველაზე წმინდაა ჩემთვის და მენატრები ! ისე მენატრები თითქოს საუკუნეა არ მინახიხარ, არა საუკუნეც ცოტა დროა…

რაღაცნაირად ამტკივდა უშენობა. არადა როგორ კარგად ხარ. შენი გზა ნამდვილად ჯობია ჩემსას. შენი  დილა ჯობია ჩემს დილას, შენი საღამო – ჩემს საღამოს, შენი ფიქრები – ჩემს ფიქრებს და საერთოდ შენი სამყარო ჯობია ჩემს სამყაროს, მთელი თავისი ფერებით… უფლის ფერებით !

როგორ ხდება ან რა ხდება? – ცარიელი ელემენტივით ვარ, ახალი ენრეგია რომ სჭირდება…

მე ვიცი წყარო საიდანაც უნდა მივიღო ის, ვიცი და მინდა, ძალიან მინდა…

შენი წმინდა თვალები და წმინდა სიყვარული მინდა ❤

მიყვარხარ !!!

დატოვე კომენტარი